საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში მოქმედმა სამაცივრე მეურნეობებმა 302 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 19.0 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 17.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.8 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.8 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 128.1 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 27.3 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 65.6 პროცენტი – ღორი, ხოლო 4.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.0 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 942.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2026 წლის მეორე კვარტალში 14.3 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 31.9 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 25.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 42.5 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 48.8 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 076 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 47.0 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 36.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 16.4 ლარი.
გარდა ამისა, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 302 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც – 51.7 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 863 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 698 კაცით განისაზღვრა.
2026 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში სულ შენახული იყო 119.4 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 29.3 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.4 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 20.2 პროცენტი – თევზეული, 9.6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 12.2 პროცენტი – რძის პროდუქტები და 3.3 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 22.1 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 21.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 56.1 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მილიონი ლარი შეადგინა.
2026 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 302.0 მილიონი ლარის ღირებულების 32.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.3 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 19.1 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 45.7 პროცენტი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 1.2 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ხილი და ბოსტნეული.