საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 5.7 პროცენტით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 5.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე – აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მილიონი მგზავრი – ანუ 7.0 პროცენტით ნაკლები, ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.0 მილიონი მგზავრი – 4.4 პროცენტით ნაკლები.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.5 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.2 ათასი შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 11.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 90.8 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 9.2 პროცენტი – გაგზავნილი.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 21.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.1 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 18.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.