საქსტატი – 2026 წლის მაისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.1 პროცენტით გაიზარდა

13:08, 11.07.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 4.1 პროცენტით.

როგორც საქტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის,  საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 7.0 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 6.8 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსის, წინა თვესთან შედარებით, 0.5-პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 17.2-პროცენტიანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1-პროცენტიანი ზრდით, რამაც, შესაბამისად, 2.06 და 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 28.1 პროცენტით“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი