საქსტატი – 2026 წლის ივლისში 2 861 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა

13:21, 31.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 861 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 187 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 956 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 420, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 23 შემთხვევა.

2026 წლის ივლისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 321 შემთხვევა; მუქარა – 278 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 204 შემთხვევა; ძალადობა – 244 შემთხვევა; გაუპატიურება – 13 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – სამი შემთხვევა; თაღლითობა – 134 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 697 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 162 შემთხვევა.

მსგავსი