საქსტატი – 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი – თურქეთი

11:09, 19.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 521.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 493.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 437.5 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 652.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 377.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 299.7 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, 2026 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 160.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 571.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 356.3 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 033.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 967.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 422.6 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი