საქსტატი – 2026 წლის აგვისტოში 2 258 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა

11:25, 30.09.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 258 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 129 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.7%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 731 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 376, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 9 შემთხვევა.

2026 წლის აგვისტოში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 279 შემთხვევა; მუქარა – 229 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 168 შემთხვევა; ძალადობა – 205 შემთხვევა; გაუპატიურება – 4 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ექვსი შემთხვევა; თაღლითობა – 62 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 571 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 132 შემთხვევა.

მსგავსი