საქსტატი - 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა 384.5 მილონი ლარის სამომხმარებლო საქონელის რეალიზაცია განახორციელეს
საქსტატი - 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა 384.5 მილონი ლარის სამომხმარებლო საქონელის რეალიზაცია განახორციელეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.1% ქალაქ თბილისში იყო განთავსებული, 16.5% – იმერეთში, 12.4% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.3% – კახეთის რეგიონში, დანარჩენი 24.7% კი – სხვა რეგიონებში.

საქსტატის ცნობით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდიოდა მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 74.7 %, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად მოდიოდა 22.2%. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.1%) ან კოოპერატივის (1.0 %) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე, 2025 წლის ოქტომბერში, საშუალოდ ვაჭრობდა 1 35.0 ათასი კაცი. ამ მოვაჭრეთა 41.8% ვაჭრობდა ქალაქ თბილისში, 15.7% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, 9.5 პროცენტი – კახეთში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7.0% – შიდა ქართლში, 6.7% – აჭარის ა.რ.-ში, 6.2% – ქვემო ქართლში, 2.4% – მცხეთა-მთიანეთში, 1.1% – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო 0.9% – გურიის რეგიონში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკურმა სუბიექტებმა განახორციელეს 384.5 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელის რეალიზაცია. რეალიზებული საქონლის ღიებულების 25.9% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, 23.3% – ავეჯზე და საოჯახო ნივთებზე, 21.0% – სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 11.6% – პირადი ჰიგიენის და სხვა პირადი ნივთების ჯგუფზე, 8.2% – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებზე, 6.4% – საცხოვრებლის მოვლა-შეკეთების და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სასაქონლო ჯგუფზე, დანარჩენი კი დასვენების სხვა პროდუქტებზე (2.3%), ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე (0.6%), საკომუნიკაციო მოწყობილობებზე (0.5%), მედიკამენტებზე და სამედიცინო პროდუქციაზე (0.2%) განაწილდა. 733.8 მილიონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 61.6% ქალაქ თბილისზე მოდიოდა, 15.5% – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 6.7% – აჭარის ა.რ.-ზე, 4.0% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3.9% – ქვემო ქართლის, 3.7% – შიდა ქართლის, 2.1% – კახეთის, 1.8% – სამცხე-ჯავახეთის, 0.4% – გურიის, 0.3% კი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.