საქსტატი – 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.2 პროცენტით გაიზარდა

12:59, 18.03.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2 პროცენტით, ანუ 248.7 ლარით გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.1 პროცენტით); მშენებლობა – 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 978.9 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 325.1 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში სამეწარმეო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით და 2 608.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 433.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.7 პროცენტით) და მშენებლობის (3 943.4 ლარი, გაიზარდა 17.2 პროცენტით) სფეროებში, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 254.8 ლარით გაიზარდა და 2 210.2 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთამთიანეთი.

მსგავსი