საქსტატი - 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - აშშ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 298.6 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 176.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 140.3 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 654.4 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 587.3 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 512.9 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ხელით შესრულებული სურათები, ნახატები და პასტელების – 481.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით.