საქსტატი - 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 9 925 - ქორწინება, ხოლო 6 256 განქორწინება დარეგისტრირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).