საქსტატი – 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.8 პროცენტით მეტია

13:32, 27.03.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში – 12 743 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 585 კაცი.

საქსტატის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა, ანუ 1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 7.6 პრომილე შეადგინა, ხოლო 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა – 9.1 პრომილე.

2025 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, რაც ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის და -6 452 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

მსგავსი