საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 367.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 24.4 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობთ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 222.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 67.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 36.3 მლნ. აშშ დოლარით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 314.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (85.7 პროცენტი). მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მლნ. აშშ დოლარით (17.9 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მლნ. აშშ დოლარით (6.3 პროცენტი).