საქსტატი - 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა, ხანძრების შედეგად კი 37 ადამიანი დაიღუპა
საქსტატი - 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა, ხანძრების შედეგად კი 37 ადამიანი დაიღუპა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 4 076 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 114 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 352 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 8 081 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 149 ადამიანმა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 294 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის კვარტალში სამ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 14 დანაშაული და აქედან შსს-ს მიერ 8 საქმეა გახსნილი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის სამ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5 920 შეადგინა. აქედან 4 977 ქალია, ხოლო 943 – მამაკაცი.