საქსტატი - 2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - 2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 081 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 108 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 5.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 701 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 230, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში რვა შემთხვევა.

2023 წლის ნოემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 320 შემთხვევა; მუქარა – 276 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 218 შემთხვევა; ძალადობა – 142 შემთხვევა; გაუპატიურება – 16 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 5 შემთხვევა; თაღლითობა – 236 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 305 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 40 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ოთხი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით რვა შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.