საქსტატი - 2022 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა
საქსტატი - 2022 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და ერთი მილიონი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 987.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 16.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 165.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით ჩამორჩება.