საქსტატი - 2022 წლის დეკემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
საქსტატი - 2022 წლის დეკემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.2 პროცენტით გაიზარდა.

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 11.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.