საქსტატი - 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა
საქსტატი - 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 72 265.7 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი – 51.2 პროცენტით, მეორე ადგილზეა აჭარის ა.რ. – 9.4 პროცენტით, შემდეგ მოდის იმერეთი – 8.8 პროცენტით, ქვემო ქართლი – 8.6 პროცენტითა და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.2 პროცენტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (24.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.2 პროცენტი), მშენებლობა (9.7 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (16.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.5 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელ მრეწველობას (16.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (10.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.4 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (27.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.1 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (7.8 პროცენტი)