საქსტატი - 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა
საქსტატი - 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 305 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, ქვეყანაში 4 335 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 123 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 746 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 9 137 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 33 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 122-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 330 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია ცხრა დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ხუთი საქმეა გახსნილი.

დატოვე კომენტარი