საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე ფასები 15.9 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე ფასები 15.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექს,ი წინა კვარტალთან შედარებით, 1.6 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7-პროცენტიანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 15.9-პროცენტიანი ზრდით, რაც 9.16 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.