საქსტატი - 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 71.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 66.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 53.8 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 203.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 139.9 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 131.6 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 73.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 248.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 202.7 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 193.7 მლნ. აშშ დოლარით.