საქსტატი - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა
საქსტატი - 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტი) 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36,9 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობით, ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 პროცენტი თბილისზე, 9,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 8,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11,1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

საქსტატის ინფორმაციით, სულ, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 155.4 ათასი კვ.მ ფართობის 1708 ობიექტი.