საქსტატი - 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 19.2 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 19.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 204 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48.9 % ქალია, ხოლო 51.1 % – კაცი. 2020 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 19.2 %-ით.

ამასთან, უწყების მონაცემებით, რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი (38.3 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (15.2 %), სამერელო-ზემო სვანეთი (11.0 %), იმერეთი (9.9 %), კახეთი (6.3%) და შიდა ქართლი (5.9 %). 2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.5% ქალია, ხოლო 61.5% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (46.5%), კახეთში (14.0 %) და იმერეთში (9.5%).

2021 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 6 775 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 49.8% ქალია, ხოლო 50.2% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (23.6%), ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის (17.9%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (15.2%) პროგრამებზე.