საქსტატი - 2020 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა
საქსტატი - 2020 წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა.

საქსტატის მონაცემებითვე, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 48 იყო სიმთვრალით გამოწვეული.

რაც შეეხება გასულ წელს, საქსტატის ცნობით, 2019 წელს 5836 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 481 ლეტალობით დასრულდა.