საქსტატი - 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე ფასები 9.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო მასალებზე ფასები 9.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.2 პროცენტით გაიზარდა.

ღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 9.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 5.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

დატოვე კომენტარი