საქსტატი - 2020 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა 756 პირის მიმართ დაიწყო
საქსტატი - 2020 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა 756 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 756 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 99 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 13,1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, წლევანდელი აპრილის მაჩვენებელი ორჯერ ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე. 2019 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა 1529 პირის მიმართ დაიწყო.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 307 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ 14 შემთხვევა – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით 756 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 14 არასრულწლოვანია.