საქსტატი - 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სარკინიგზო და საჰაერო მიმართულებით მგზავრთბრუნვა მკვეთრად შემცირდა
საქსტატი - 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სარკინიგზო და საჰაერო მიმართულებით მგზავრთბრუნვა მკვეთრად შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მგზავრთბრუნვის 2020 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით მგზავრთბრუნვა 1 690 000-ით შემცირდა, რაზეც გავლენა იქონია პანდემიამ.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სარკინიგზო გზით მგზავრთბრუნვა თუ 648.8 მლნ იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2.5-ჯერ შემცირდა და 247.0 მლნ შეადგინა.

წლიურ ჭრილში გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, 5-ჯერ შემცირდა მგზავრთბრუნვა საჰაერო ტრანსპორტით. თუ 2019 წელს საქართველოს ეროპორტებში მგზავრთბრუნვა 1 278.0 მლნ იყო, 2020 წელს მხოლოდ 256.8 მლნ შეადგინა.