საქსტატი – 2017 წელს საქართველოში 24 900 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4 700-ით ნაკლებია

11:36, 31.07.2018

საქართველოში გასულ წელს 24 900 აბორტი დარეგისტრირდა, რაც 2016 წელთან შედარებით, 4 700-ით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც აბორტის სტატისტიკასაც მოიცავს.

საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული აბორტებიდან შარშან ერთი 15 წლამდე გოგონამ გაიკეთა. 2016 წელს კი, 15 წლამდე გოგონებს შორის 19 აბორტი გაკეთდა.

ამასთან, 2017 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 24 145 აბორტი, 22-დან 44 წლამდე ასაკის ქალებს შორის დაფიქსირდა.

 

მსგავსი