საქსტატი​ - იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი​ - იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს, 355.3 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 327.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 308.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი – 981.6 მლნ. აშშ დოლართ, რუსეთი – 626.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 509.6 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურს წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 124.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 934.6 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 864.9 მლნ. აშშ დოლარით.