„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ფინანსური ზარალის მიუხედავად, 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდიან
„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ფინანსური ზარალის მიუხედავად, 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდიან

თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების გამო, კომპანია „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა. როგორც „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასაქმებულებს 14 დღის განმავლობაში შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდიან.

„საქნახშირის“ თანამშრომლები, რომლებსაც Covid 19 დაუდასტურდათ, კოვიდ სასტუმროებში არიან გადანაწილებულები. კომპანიამ საწარმოო პროცესები ორი კვირით შეაჩერა.

„საქნახშირის“ ადმინისტრაცია ითვალისწინებს მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობას – პანდემიითა და სამუშაოების შეჩერებით გამოწვეული ფინანსური ზარალის მიუხედავად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ 14 დღის განმავლობაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის“,- აღნიშნულია „საქნახშირის“ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „საქნახშირის“ 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.