„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემები მოგვარდა და მეშახტეების აქცია დასრულებულია
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემები მოგვარდა და მეშახტეების აქცია დასრულებულია

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მეშახტეების აქცია დასრულებულია. მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეულია.

„გუშინ საღამოსვე შეწყდა საპროტესტო აქცია. დღეს თავად მეშახტეების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ადგილზე და განუმარტეს დანარჩენებს საკითხი. მეშახტეების მხრიდან ორი ძირითადი მოთხოვნა იყო – ერთი ხელფასების გაცემა, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება ექსპერტების მხრიდან და ამის შემდეგ გამოვლინდება საშიში უბნები. იმ უბნებზე, რომელიც შედარებით უსაფრთხო იქნება, მუშაობა დეკემბერში განახლდება. ასე რომ, ორივე პრობლემა მოგვარებულია და შეთანხმებულია.

ჩვენი ორივე მოთხოვნა იყო შესრულებული. გუშინვე გამოვიდა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ორივე საკითხი მოგვარებულია. ამიტომ, შახტთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრობლემა აღარ დაგვრჩა. იყო ხელფასის პრობლემა, რაც გადაწყვეტილია და მუშაობის პრობლემა – ესეც გადაწყვეტილია“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

საპროტესტო აქცია გუშინ ტყიბულში, გამგეობის შენობასთან გაიმართა.