„საქნახშირის“ დაკავებული თანამშრომლები ტყიბულისა და ქუთაისის პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს
„საქნახშირის“ დაკავებული თანამშრომლები ტყიბულისა და ქუთაისის პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს

კომპანია „საქნახშირის“ ოთხი თანამშრომელი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, ტყიბულში, რაიონული პოლიციის შენობაში იმყოფება, ორი კი ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობაშია გადაყვანილი.

დაკავებულების ოჯახის წევრები ახლობლებს პოლიციის შენობასთან ელოდებიან. მათთვის უცნობია, რას ედავება გამოძიება დაკავებულებს.

კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი დააკავეს.

დაკავებულია  შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, ასევე მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, მენეჯერი მამული კუბლაშვილი, უბნის უფროსი მურადი აბულაძე, მისი მოადგილე და თანაშემწე. თანამშრომელთა ნაწილი შახტის ადმინისტრაციის შენობაში, ნაწილი კი საკუთარ სახლებში დააკავეს.