„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა, სამუშაო პროცესი განახლდება
„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა, სამუშაო პროცესი განახლდება

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. მეშახტეების პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, მეშახტეები სამუშაო პროცესს ხვალ დაუბრუნდებიან.

„შეთანხმება მიღწეულია. მიხეილ სოცკისგან მივიღეთ პირობა, რომ უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება, სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, განაცდური დღეების ანაზღაურებაზე მოლაპარაკება გაგრძელდება, 27 აგვისტოდან კი, ტექნიკური გადაიარაღების პარალელურად, დასაქმებულებს მიეცემათ ინსტრუქცია და დაიწყება პროფესიული გადამზადება და იქნება ხელფასების ზრდა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გაგა ისაკაძემ.

9 ივნისს ე.წ. დამხმარე ჭაური გაიჭედა და მიწის ქვემოთ 23 მეშახტე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო გაჭედილი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტყიბულის შახტები გაჩერებული იყო.