საქმის მასალების მიხედვით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ახმედ ჩატაევს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა
საქმის მასალების მიხედვით, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ახმედ ჩატაევს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა

ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე პირველი არხისთვის ახალი დეტალები ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი დაკავებულის ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ახმედ ჩატაევს სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, მათ შორის იმ პირის გათავისუფლება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავა.

დადგენილების მიხედვით, მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩატაევი ცეცხლის გახსნითა და ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა. კიდევ ერთი აქამდე უცნობი დეტალი კი მათ საცხოვრებელ ადგილს უკავშირდება.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჩატაევი ოქტომბერში თანამზრახველებთან ერთად თბილისში სხვა მისამართზე ცხოვრობდა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კი მოგვიანებით გადავიდა.