საქმის მასალების მიხედვით, ახმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში ცხოვრობდა
საქმის მასალების მიხედვით, ახმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში ცხოვრობდა

პირველი არხის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადასვლამდე ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. პირველი არხის ინფორმაციითვე, აღნიშნული ბინა რამაზ მარგოშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულს ჰქონდათ ნაქირავები.

აღნიშნულს ადასტურებს ერთ-ერთი მეზობელიც. პირველ არხთან საუბარში ის აცხადებს, რომ  გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა და ფოტოებზე ამოიცნო ის ბრალდებულები, რომლებიც ბინაში რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდნენ.

მისივე თქმით, მეზობლებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

„დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე და მანახეს ფოტოები. ამოვიცანი ეს ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობდა ოქტომბრის თვეში. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან წესიერად და კარგად იქცეოდნენ. დაახლოებით რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ ისინი აქ. ორ ადამიანს ვხედავდი, ვინ მიდიოდა ან მოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ დამიბარეს მოდულში და ამოვიცანი ეს ადამიანები“,- აღნიშნა მეზობელმა.