საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 სააათზე გაიმართება

22:56, 14.12.2023

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 სააათზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეს ისტორიული გამარჯვება. ხვალინდელი დღე უნდა იყოს ეროვნული ზეიმისა და საერთო გამარჯვების დღე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

მსგავსი