საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება

12:04, 25.07.2018

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ქერემ კინიკო შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებთან და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს. საუბრები ჰუმანიტარული ქსელის ძირითად პოლიტიკასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხება.

წითელი ჯვარი საქართველოში რეგიონული საწყობის გახსნასა და ტრენინგ ცენტრის მოწყობას გეგმავს.

სტუმრის განცხადებით, ყურადღება ძირითადად სტიქიური უბედურებების შემთხვევების დროს განსახორციელებელ სამუშაოებს დაეთმობა, რისთვისაც წითელი ჯვარი საქართველოში რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.

მსგავსი