საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნიკოლ ფაშინიანმა კახეთში დრამზე დაუკრა [ვიდეო]

საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახეთში არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვახ­შამ­ზე უმასპინძლა.

ვახშმის დროს ფაშინიანი მოულოდნელად მუსიკოსებთან მივიდა და დრამზე დაუკრა.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავადაც გაავრცელა.

„პატივი იყო, დამეკრა ქართველ მეგობრებთან ერთად, ქართველი მეგობრებისთვის“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა.