საქართველოში ვიზიტით მყოფი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია „ევროპის უნივერსიტეტს“ ესტუმრა
საქართველოში ვიზიტით მყოფი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია „ევროპის უნივერსიტეტს“ ესტუმრა

საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. მსგავსი სახის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“ გაიმართა.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.

„როგორც მიუნხენის საუნივერსიტეტი კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი სურვილია, საქართველოში როგორც სასწავლო პროცესებს, ასევე კლინიკურ განვითარებას გაეცნონ.

მათივე თქმით, დღეს ეცნობიან „ევროპის უნივერსიტეტს“ და სამომავლო თანამშრომლობის გზებს გეგმავენ, რაც კლინიკურ, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობას გულისხმობს“, – აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.