საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალის გამართვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალის გამართვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელმა, ბადრი მაისურაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც  საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

აღნიშნული ფესტივალი  ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში ტარდება.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უფლება ეძლევა ოფიციალურად ჩაატაროს ფესტივალი, რომლის ლიცენზია მხოლოდ პარმის თეატრს აქვს.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ოპერის თეატრის გასტროლებს პარმაში, ვერდის ფესტივალზე. ამასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.