საქართველოში ველოსიპედების იმპორტი 19 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში ველოსიპედების იმპორტი 19 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში წელს 53 623 ველოსიპედის იმპორტი განხორციელდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 19,3 პროცენტით მეტია.

პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 1,86 მილიონი დოლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ველოსიპედების უმრავლესობა (43 183) ქვეყანაში ჩინეთიდან შემოვიდა.

შედარებისთვის, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ველოსიპედების იმპორტმა საქართველოში 44 931 ერთეული შეადგინა, მათმა ღირებულებამ კი 1,89 მილიონი დოლარი. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის იმპორტში 2016 წლის 10 თვის განმავლობაში ჩინეთი ლიდერობდა (28 565), მეორე ადგილზე კი ირანი იყო (7163).