საქართველოში უკრაინის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობას ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს
საქართველოში უკრაინის საელჩო - მოხარული ვართ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობას ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს

საქართველოში უკრაინის საელჩო მიესალმება ყველა ქართველის და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„უკრაინის საელჩო ყველას ულოცავს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას. მოხარული ვართ, რომ ბატონი გაფრინდაშვილი ახალ წელს და შობის დღესასწაულს ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად აღნიშნავს. საქართველოში უკრაინის საელჩო მიესალმება ყველა ქართველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრების ერთიან ძალისხმევას, რამაც ექიმ ვაჟას გათავისუფლება შესაძლებელი გახადა“ – აღნიშნულია უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.