საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

30 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სამი დღის განმავლობაში 100-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანია საკუთარ სამშენებლო პროექტებს „არია ექსპო 2018“-ის ფარგლებში გამოფენს და მომხმარებელს სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებს.

უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და სამშენებლო კომპანიებს „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-4 და მე-5 პავილიონები დაეთმობათ.

ღონისძიების ორგანიზატორი უძრავი ქონების სერვისები კომპანია „არეა ჯგუფია“, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ინფორმაციის პირდაპირ და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს. „არეა ექსპო“ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.