საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება
საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017-2018 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 10061 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდანაა და მათი რიცხვი 4 ათასს აღწევს.

უცხოელი სტუდენტების მხრიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებაა.  ამ ფაკულტეტზე 7 106 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, შემდგომ მოდის სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – 2186 სტუდენტი, მეცნიერება – 271, ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 192 სუდენტი, საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – 183 სტუდენტი.

საქსტატის მონაცემებით, 2017-2018 სასწავლო წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2049 სტუდენტით მეტი ჩაირიცხა, ვიდრე 2016-2017 წლებში.