საქართველოში უახლოეს დღეებში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში ქარი და წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა 17 გრადუსამდე შემცირდება.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში სინოპტიკოსები წვიმასა და ელჭექს, მთაში კი თოვლსა და ქარბუქს ვარაუდობენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 მაისიდან ტემპერატურა მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ მოიმატებს.