საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი მარტის დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში – წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია – ძლიერი, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

„მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.