საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დედ-მამას და მათ ორ შვილს დაუდგინდა, რომელთა შორს ერთ-ერთი თვე-ნახევრის ჩვილია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დედას და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.