საქართველოში თურქეთის საელჩო თბილისი-სტამბოლის რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში თურქეთის საელჩო თბილისი-სტამბოლის რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო 20, 23 და 27 სექტემბერს თბილისი-სტამბოლის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„20, 23 და 27 სექტემბერს ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“ თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით 05:20 საათზე შეასრულებს ცალმხრივ ფრენებს.

საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან შესაძლებელია როგორც თურქეთის შიდა რეისებით სარგებლობა, ასევე, გაფრენა: პარიზის, ლონდონის, ბრიუსელის, ამსტერდამის, მიუნხენის, ბერლინის, დუსელდორფის, ფრანქფურტის, ვენისა და შტუტგარდის მიმართულებით.

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი