საქართველოში თურქეთის საელჩო სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში თურქეთის საელჩო სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო სოციალურ მედიაში პროვოცირების მიზნით შექმნილი ყალბი გვერდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები.

„თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები, სადაც, პროვოცირების მიზნით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.