საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს 
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს 

მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექის ინტენსივობა შემცირდება და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება მცირე ნალექი თოვლის სახით.

„მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დედაქალაქში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. დღეს ღამის საათებიდან ტემპერატურა საგრძნობლად კლებულობს, როგორც ბარში, ისე მთაში და მაღალ მთაში. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი შეიძლება დაფიქსირდეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან წერტილზე ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეხება დედაქალაქს, ღამით ტემპერატურა –4 -2 გრადუსი იქნება, ხოლოდ დღის განმავლობაში +3 +5 გრადუსამდე გათბება. 31 დეკემბრის ღამით კი შესაძლებელია მცირე თოვლ-ჭყაპს ველოდოთ”, – განაცხადა სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ.