საქართველოში თავშესაფრის მქონე ქალები „კათარზისში" მცხოვრებ მოხუცებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ
საქართველოში თავშესაფრის მქონე ქალები „კათარზისში" მცხოვრებ მოხუცებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ

საქართველოში თავშესაფრის მქონე ერაყელი, სირიელი, ეგვიპტელი და უკრაინელი ქალები  „კათარზისში” მცხოვრებ მოხუცებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ აქციით ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალბატონებმა მადლიერება გამოხატეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი თბილად მიიღო. შეხვედრაზე სტუმრებმა მოხუცებს ღვთისმშობლის გამოსახულებით ნახატიც აჩუქეს.

ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელ იოჰანეს ფან დერ კლაუსთან ერთად დაესწრო.

სოზარ სუბარის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში თავშესაფრის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას.